Accessibility links

ტვიტერი იწყებს სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მედიაორგანიზაციათა ანგარიშების მარკირებას


ტვიტერმა განაცხადა, რომ იწყებს „სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედიის“ ანგარიშების მარკირებას და სხვა ზომების მიღებას, რათა შეზღუდოს მთავრობების მიერ გავლენის მოპოვებისთვის წარმოებული კამპანიები.

კომპანიამ, რომელსაც სან-ფრანცისკოში უდევს ბინა, 6 აგვისტოს გამოაქვეყნა ახალი ზომების შესახებ.

ტვიტერის თანახმად, ის ახალ იარლიყებს დაამატებს ანგარიშებს და ასეთი ანგარიშებიდან წამოსულ ტვიტებს „აღარ გააძლიერებს“ თავისი სარეკომენდაციო სისტემებით.

„დამოუკიდებელი მედიისგან განსხვავებით, სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია ხშირად იყენებს ინფორმაციის გაშუქებას პოლიტიკური დღის წესრიგის ხელშესაწყობად. გვჯერა, რომ ხალხს უფლება აქვს იცოდეს, როცა მედიის ანგარიში პირდაპირ თუ არაპირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფო აქტორთან,“ განაცხადა ტვიტერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG