Accessibility links

რუსეთის არტისტებმა უარი თქვეს ბელარუსში არჩევნების წინ კონცერტებში მონაწილეობაზე


აფიშა ქალაქ გომელში

რუსეთის მრავალმა არტისტმა უარი თქვა უფასო კონცერტებში მონაწილეობაზე, რომლებიც ბელარუსშია დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს.

გუშინ ბელარუსის კულტურის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ 8 აგვისტოს ქვეყნის 13 დიდ ქალაქში გაიმართება უფასო კონცერტები „ბელარუსისთვის“. ამის შემდეგ არტისტებს, რომელთა გამოსვლებიც დაანონსდა, სოცქსელებში ხალხი მასობრივად სწერდა და მოუწოდებდა, არ დაუჭირონ მხარი ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს იმართება. უკვე დაწყებულია წინასწარი კენჭისყრა. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელიც ზედიზედ მეექვსე ვადით ასარჩევად იყრის კენჭს.

ხელისუფლებამ დააპატიმრა ლუკაშენკას ოპონენტები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ - ბანკირი ვიქტარ ბაბარიკა და პოპულარული ბლოგერი სერგეი ციხანოუსკი. რეგისტრაციაზე უარი უთხრეს ოპოზიციის კიდევ ერთ კანდიდატს, ბიზნესმენ ვალერი ცაპკალას, რომელმაც ქვეყანა დატოვა დაპატიმრების შიშით.

ციხანოუსკის დაპატიმრების შემდეგ მისმა ცოლმა, სვიატლანამ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ცესკომ ის რეგისტრაციაში გაატარა. ციხანოუსკაიას გარშემო სხვა დაურეგისტრირებელი ოპოზიციური კანდიდატების შტაბებიც გაერთიანდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG