Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო თვითმფრინავის დაშვებისას მომხდარი ავარიის შედეგად


ავიაკომპანია „Air India Express“-ის სამგზავრო თვითმფროინავ Boeing 737-მა დაჯდომისას ავარია განიცადა ინდოეთის სამხერთ-დასავლეთში, კარიპურში. სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება AFP-ი, რომელსაც მოჰყავს მახლობელი ქალაქის, მალაპურამის საოლქო სამედიცინო სამსახურის ექიმის, საკიინ კ.-ს ნათქვამი, რომ ჯერ კიდევ ვითარებაში ერკვევიან.

ბორტზე სულ იმყოფებოდა 190 ადამიანი. თვითმფრინავი ბრუნდებოდა დუბაიდან. მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თვითმფრინავი გადავიდა დასაჯდომი ზოლიდან და შემდეგ ორ ნაწილად დაიშალა.

ვიდეო კადრებზე ჩანს, როგორ ასხამენ დაშლილ თვითმფრინავ წყალს, თუმცა ცეცხლის კვალი არ ჩანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG