Accessibility links

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია


8 აგვისტოს დამატებული კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისი ცნობით, ორი ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია.

„ჩვენს ცენტრში უცვლელი მდგომარეობაა, გუშინ იყო 31 დადასტურებული პაციენტი, ახალი არ შემოსულა, არც გამოჯანმრთელებულა. მათი მდგომარეობა ფასდება საშუალო და საშუალოზე მსუბუქად“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG