Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქში კაცი იარაღით მოკლეს


ახალქალაქში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

"ჩვენთან საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, როცა ჯგუფი მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ქირურგმა ნახა მცირე დაზიანება იყო ხერხემლის არეში და უკვე გაეწერა ჩვენგან", – აცხადებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე თოროსიანი "სამხრეთის კარიბჭესთან".

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ამ მკვლელობის შემდეგ ახალქალაქში არეულობა დაიწყო, ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთ შენობაშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG