Accessibility links

ზურაბიშვილი: არ არის ისეთი კრიმინალური მდგომარეობა, როგორიც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენონ


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიმინალი მსოფლიოს სენია და საქართველოში რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ასე გამოეხმაურა ის ქვეყანაში კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

"საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიებს უნდათ, რომ აჩვენონ... ის არის ძალიან მძიმე, როდესაც ქვეყანაში ტელევიზიებიდან გვესმის მხოლოდ ეს დილიდან საღამომდე", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ კომენტარიდან ერთი დღით ადრე ახალქალაქში დაპირისპირების დროს 27 წლის კაცი მოკლეს. სავარაუდოდ გარდაცვლილის ნათესავებმა კი იმ პირის კუთვნილი სასტუმრო გადაწვეს, რომელსაც მკვლელად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG