Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში კორონავირუსის შემთხვევაა


კორონავირუსი დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის მცხოვრებს, რომელიც ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს. 27 წლის მამაკაცისთვის რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ტესტირების შედეგი 9 აგვისტოს გახდა ცნობილი.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა გოგაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა. მას სოფელში კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე ადამიანთან. ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დამატებითი კონტაქტების გამოსაკვლევად სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

თავად ინფიცირებულს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ. მისი დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG