Accessibility links

ზურა ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება


"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა ფეისბუკის საშუალებით.

"წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში", - აცხადებს ის.

მისი კონკურენტები დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "ქართული ოცნებიდან" გია ვოლსკი იქნება. ამავე ოლქში კენჭის იყრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ანა დოლიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG