Accessibility links

„ვესნა“ მინსკში აქციის დროს ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინება, ხელისუფლება ცნობას უარყოფს


ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დროს. ბელარუსის შინააგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინსკში აქციების დროს წუხელ არავინ დაღუპლა.

საპროტასტო აქციის დროს ადამიანის დაღუპვის შესახებ რადიო თავისუფლებას ამცნო უფლებადამცველი ცენტრის,“ ვესნის“ წარმომადგენელმა, ვალენტინ სტეპანოვიჩმა. სტეპანოვიჩის თქმით, ათეულობით ადამიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

სტეპანოვიჩის სიტყვებით, აქციის მონაწილე კაცი გარდაიცვალა თავის ქალასა და ტვინზე მიღებული დაზიანების შედეგად, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცტექნიკამ გადაუარა.

სიკვდილის შემთხვევის შესახებ ოფიციალური დასტური არ გავრცელებულა.

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, რომელიც სარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო ხმების 80.23%, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 9.9%.

არჩევნების შემდეგ, ღამით, დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად ქირურგები გამოიძახეს შინიდან. მინსკის საავადმყოფოში მთელი ღამის განმავლობაში მიჰყავდათ რეზინის ტყვიებით დაზიანებული დემონსტრანტები.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს აცნობეს ექიმებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

მათი თქმით, საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ ტრავმებთან. დაშავებულები არა მხოლოდ სასწრაფო დახმარებას, არამედ კერძო პირებსაც მიჰყავდათ საავადმყოფოში თავიანთი მანქანებით. ქირურგები გამოიძახეს გადაუდებელი ოპერაციების ჩასატარებლად.

ინციდენტების გამოსაძიებლად საავადმყოფოში მივიდნენ საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებიც.

ბევრი დაჭრილი მიიყვანეს მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში."საგამოძიებო კომიტეტმა მასობრივი არეულობის და სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები მიმართ ძალადობის ფაქტების გამო აღძრა სისხლის სამართლის საქმეები", იტყობინება სააგენტო ბელტა, რომელსაც მოჰყავს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ივან ნასკევიჩის სიტყები. "ყველა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ახლდა ძალადობა მილიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ათეულობით მათგანი დაშავდა", წერია ცნობაში. ბელტას თანახმად, კანონდარღვევებს ახლდა ქონების განადგურება და ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG