Accessibility links

მესტიაში შესვლა და გასვლა იზღუდება


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მესტიაში შესვლა და გასვლა აიკრძალება. გარდა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვისა, იკრძალება დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ბანკებს, აფთიაქებს, სურსათის მაღაზიებსა და ღია ტიპის კვების ობიექტებს.

"თავშეყრის ადგილებზე მკვეთრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენის წესების დაცვა... ჩატარდება ინტენსიური კვლევები", - თქვა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.

მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. ყველა ტურისტი კი საკარანტინო რეჟიმში განთავსდება.

"ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მუნიციპალიტეტს, სავალდებულო საკარანტინე რეჟიმს გაივლის", - დასძინა ხოჯევანიშვილმა.

აქვე აღნიშნეს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყვნენ დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ტესტირებაზე უნდა მივიდნენ ან დაუკავშირდნენ 112-ს.

ბოლო 24 საათში მესტიაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ ამ მაჩვენებლის შემდეგ შეკრიბა საკოორდინაციო საბჭო და გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG