Accessibility links

სახელმწიფო "თელასში" თავის წილს ყიდის


სახელმწიფო საწარმო "საპარტნიორო ფონდი" ელექტროგამანაწილებელ კომპანია "თელასში" თავის 24,5-პროცენტიან წილს ყიდის. საწყისი ფასი 10 511 211 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში.

"გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს ჩატარდება სს "საპარტნიორო ფონდის" ოფისში. "თელასი" თბილისის მასშტაბით აწვდის მოსახლეობას ელექტროენერგიას. კომპანიის 75,1 % ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია Silk Road Holdings B.V-ს ეკუთვნის. დანარჩენი წილები კი დანარჩენ აქციონრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG