Accessibility links

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის პატიმრობაში 133 უკრაინელი მოქალაქე იმყოფება


უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა, აცხადებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით რუსეთის პატიმრობაში იმყოფება 133 უკრაინის მოქალაქე, მათ შორის, 97 ყირიმელი თათარი.

„112 უკრაინელი მოქალაქე პატიმრობაში იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე და ნაწილობრივ ოკუპირებულ ყირიმში, დანარჩენებს კი შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება და გაფორმებული აქვთ გაუსვლელობის ხელწერილი“, - განაცხადა დენისოვამ.

უკრაინის ომბუდსმენის თანახმად, პატიმრობაში მყოფი ყირიმელი თათრების ცოლები, 62 ქალი, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რჩება და საჭიროებენ დახმარებას, რათა მათ შვილებს მიეცეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

„მოვუწოდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენესკის, რათა უზრუნველყოს უკრაინელი პატიმრების გათავისუფლება რუსეთის ციხეებიდან და მათი ოჯახების ჯეროვანი სოციალური დახმარება“, - წერს დენისოვა.

დასავლეთის სახელმწიფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ყირიმელი თათრების უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ მოსკოვის მიერ ხელდასხმული ყირიმის მთავრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG