Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე იმსჯელებენ


11 აგვისტოს მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართავს მოლაპარაკებებს. როგორც მოელიან, მოლაპარაკებებზე შეეხებიან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს.

გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით შენდება, გააორმაგებს რუსეთის ბუნებრივი აირის პირდაპირ ექსპორტს გერმანიაში. პროექტი გვერდს უვლის უკრაინას, რომელმაც შესაძლოა დაკარგოს მილიარდობით დოლარი, რასაც ის დასავლეთში რუსული აირის ტრანზიტისთვის იღებს.

აშშ დიდი ხანია ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელებას და აცხადებს, რომ ეს პროექტი მუქარას წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან გერმანიას ზედმეტად დამოუკიდებულს გახდის რუსეთის გაზზე. აშშ-მა უკვე შემოიღო სანქციები კომპანიების მიმართ, რომლებიც პროექტზე მუშაობენ.

გერმანიის ხელისუფლებამ დაგმო აშშ-ის სანქციები. ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, აშშ იმიტომ ეწინააღმდეგება ამ პროექტს, რომ სურს, საკუთარი გათხევადებული გაზი მიჰყიდოს ევროპას.

9 აგვისტოს ჰაიკო მაასმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და „შეშფოთება“ გამოთქვა სანქციებით მუქარაზე გერმანელი საპორტო ოპერატორის მიმართ, რომელიც პროექტში მონაწილეობს. პორტი საკვანძო მნიშვნელობის შუალედური პუნქტია გემებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG