Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ლევან კობერიძე "ლელოს" წევრი გახდა


ლევან კობერიძე
ლევან კობერიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა. მისი წარდგენისას „ლელოს“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ლევან კობერიძე იქნება პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.

თავად კობერიძემ განმარტა, რომ „ლელოსთან“ ღირებულებითი ერთობა აქვს. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული ორპოლუსიანობის დასამსხვრევად საჭიროა ახალი, ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც უნდა იყოს „ლელოში“ და „ლელოსთან“ ერთად.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლევან კობერიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო. ის გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის მაისში დატოვა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული და დამტკიცებული კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს, კრიტერიუმებს და პროცედურებს განსაზღვრავს.

2019 წლის დეკემბერში ლევან კობერიძემ და "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გასულმა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა - მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, კობა ნარჩემაშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტში შექმნეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“.

XS
SM
MD
LG