Accessibility links

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური დროებით განაახლებს მაუწყებლობას „საშუალო ტალღებზე“


12 აგვისტოდან რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური დროებით განაახლებს მაუწყებლობას საშუალო ტალღებზე, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შეფერხებოთ მუშაობენ ინტერნეტ-სერვერები.

ბელარუსულ ენაზე მომზადებული პროგრამების მოსმენა, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებზე, შესაძლებელი იქნება 1386 კილოჰერც სიხშირეზე, მინსკის დროით 21:00-22:00 საათამდე და 23:00-იდან შუაღამემდე.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეფერხებით მუშაობენ ინტერნეტ-სერვისები. ამ პობლემებზე საუბრობენ ინტერნეტის მომხმარებლები და ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ ბელარუსში შექმნილ მოვლენებს.

პირველ რიგში, ეს ეხება მესენჯერების არასტაბილურ საქმიანობას, არ იხსნება ან დიდი გაჭირვებით იხსნება მასობრივი საინფორმაციო საუალებების და სოციალური ქსელების საიტები.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში ადანაშაულებენ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც მესამე დღეს სასტიკი ძალით არბევს მშვიდობიან აქციებს და აპატიმრებს დემონსტრანტებს.

„ბელტელეკომი“, უმსხვილესი სახელმწიფი ინტერნეტ-პროვაიდერი, მუშაობის შეფერხებას ხსნის „კიბერთავდასხმით“. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, „გარე ძალები“ დაადანაშაულა ინტერნეტ-სივრცეში შეჭრაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG