Accessibility links

ბელარუსის ოფიციოზი იუწყება „მასობრივი არეულობის“ კოორდინატორების დაკავების შესახებ


ბელარუსის სახელმწიფი საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, მილიციამ მინსკში დააკავა მასობრივი არეულობების კოორდინატორები.

სააგენტოს თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული, სასტუმრო „ბელარუსის“ ნომრიდან „ხელმძღვანელობდა თანამზრახველების მოქმედებებს“. კერძოდ, იგი დავალებებს აძლევდა სამ ხელქვეითს, რომლებიც უშუალოდ მოვლენის შუაგულში მართავდნენ ასეულობით ადამიანის მოქმედებას.

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში აჩვენა ოპერატიული ვიდეო, რომელზეც მამაკაცი საორგანიზაციო საკითხებს წყვეტს. მაგიდაზე ალაგია დოლარები და რუბლები, ხოლო დაკავებული ამბობს, რომ ეს ფული მან ანაზღაურების სახით მიიღო.

იმავე სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინსკის სავაჭრო ცენტრ „დანა მოლის“ რაიონში დააკავა პირი, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფულს ურიგებდა.

ამტკიცებდნენ, რომ დაკავების დროს ამ პირმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და ერთ-ერთ მილიციის თანაშრომელს ცხვირი გაუტეხა.

ოფიციოზის თანახმად, დაკავებულებთა შორის არიან რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის მოქალაქეები.

უფლებადამცველების განცხადებით, წუხელ მინსკის ქუჩებში მილიციამ სასტიკად სცემა და დააკავა სამშვიდობო აქციის ოცამდე მონაწილე.

დღეს დილიდან მინსკში, კომაროვსკის ბაზრობის მახლობლად, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილმა რამდენიმე ასეულმა ქალმა ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტა ის ძალადობა, რასაც ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უპირისპირებს.

9 აგვისტოდან ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. 9, 10 და 11 აგვისტოს ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენა და რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა. აქციების დარბევისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG