Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან, კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

როგორც გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" უთხრა, მესტიის საავადმყოფოში ე.წ. სწრაფი PCR-ტესტის აპარატი დამონტაჟდა, რომელიც დღეში 50-მდე ტესტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ლენჯერის თემში გვაქვს ინფიცირებულების საკმაოდ მომატებული რაოდენობა – 30 შემთხვევაა სულ. ყველა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ. უმრავლესობის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთლიანად მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური სკრინინგი, PCR-ტესტირება. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს დავაინსტალირეთ ე.წ. სწრაფი PCR-ის აპარატი მესტიის საავადმყოფოში, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს. მიოსი გამტარუნარიანობა დიდი არ არის. ერთდროულად შეუძლია ყოველ 45 წუთში ოთხი ნიმუშის ტესტირება ანუ დღის განმავლობაში სადღაც 40-50-ის და ის ძირითადად გამოყენებული იქნება იმ შემთხვევებისთვის, სადაც სწრაფი პასუხი გვინდა. დანარჩენ შემთხვევებში მიმდინარეობს აქტიურად ნიმუშების აღება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. 16 ბრიგადა მუშაობდა დღეს და დაახლოებით 800-მდე ნიმუში იქნა დღეს კიდევ დამატებით აღებული. გუშინ 985 ნიმუში იყო აღებული“, – ამბობს გამყრელიძე.

მესტია მესამე დღეა ჩაკეტილია. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელში, ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG