შავებში ჩაცმულმა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა დაბლოკეს კორპორაცია „იანდექსის“ ოფისები მინსკში. ამის შესახებ იტყობინებიან The Bell-ისა და ტასის წყაროები. თავად „იანდექსის“ პრესსამსახურმა „მედუზას“ დაუდასტურა ეს ცნობა.
როგორც იტყობინებიან, კომპანიის თანამშრომლები საკუთარ სამუშაო ადგილებზე ჰყავთ დაბლოკილი.
ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 9 აგვისტოდან, ხშირად ითიშება ინტერნეტი.
ბელარუსის ხელისუფლებას ამ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ვრცელდება ასევე ცნობები მინსკში ტაქსის სერვისის კომპანია Uber-ის ოფისში ჩხრეკის შესახებ.