Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, გენინსპექციაში დაიწყო შემოწმება პროკურორის შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომაზე


თეონა თამაზაშვილი
თეონა თამაზაშვილი

გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ 13 აგვისტოს მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. საქმე, პროკურატურის თანახმად, პროკურორის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის ფაქტს შეეხება.

"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას”, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა 13 აგვისტოს მედიასთან განაცხადა, რომ პროკურორი მარიამ გოგორელიანი აბულინგებდა. კერძო თეონა თამაზაშვილი აღნიშნავდა, რომ პროკურორი მას კითხვებს უსვამდა, როგორც ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ასევე ინტერესდებოდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საკითხით:

„ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა შენ მიეციო გიორგი კაპანაძეს ის ფურცელიო. მე რომ ჩამეთვალა საჭიროდ, ხო თავის დროზე ვიზამდი. თვითონ მოიპოვა თავისი წყაროთი კაცმა და გაასაჯაროვა. [კითხვებს მისვამდა] პროკურორი მარიამ გოგორელიანი, ორი დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროში ვხედავ ამ ქალბატონს, მანამდე არ მინახავს არსად... მიხეილ რამიშვილთანაც ანალოგიურად[ მეკითხებოდა], საიდან მოვიდა, რა ჰონორარს სთავაზობ“, - უთხრა თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია „მთავარს“. მედიასთან მან განაცხადა, რომ ითხოვს გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან კიდევ ერთხელ შეხვედრას, რომელზეც ზემოხსენებულ საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG