Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე "რუსთავი 2-ის" კვლევაზე: ყველაზე მიახლოებული მონაცემებია


"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის კვლევაში მათი პარტიის რეიტინგი რეალური მონაცემისგან განსხვავდება. ამ ტელეკომპანიის კვლევით, მმართველ პარტიას მოსახლეობის 52 უჭერს მხარს, მდინარაძის თქმით კი რეალურად, ეს მაჩვენებელი 60 პროცენტია.

"უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული მონაცემებია [თქვენს კვლევაში], მაგრამ ჩემი აზრით, გნებავთ სუბიექტურად ჩამთვალეთ, ეს არ არის ზუსტი მონაცემები", - თქვა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მონაცემები, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა, ყველაზე პესიმისტური სცენარია, რომელსაც "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნების შედეგად განიხილავს.

"გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება მიიღეს ეს შედეგი", - განმარტა მან.

დღეს, 13 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს", "ქართული ოცნებას" კვლავ საპარლამენტო უმრავლესობა ექნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG