Accessibility links

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიეროებმა შეთანხმებას მიაღწიეს აშშ-ის შუამავლობით


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ისტორიული შეთანხმების მიღწევის გამოცხადებისას თეთრ სახლში. 2020 წ. 13 აგვისტო.

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიეროებმა აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა ტვიტერში.

მან გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადების ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელი თავს შეიკავებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიების ნაწილზე თავისი სუვერენიტეტის გამოცხადებისგან.

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის პირველი სახელმწიფოა, რომელიც დიპლომატიურ კონტაქტებს ამყარებს ისრაელთან და მსოფლიოში მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადაგა. 1979 წელს ისრაელმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია ეგვიპტესთან, 1994 წელს - იორდანიასთან.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა იმისთვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საფრთხე, რომელსაც უქადდა ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ანექსაცია პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას.

პალესტინელთა ავტონომიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჰანა აშრავიმ მწვავედ გააკრიტიკა არაბთა გაერთიანებული საამიროები ისრაელთან ურთიერთობების „ნორმალიზებისთვის“. „თუ შეიძლება, ნუ ზრუნავთ ჩვენზე. ჩვენ არავის ლეღვის ფოთოლი ვართ“, დაწერა მან ტვიტერში.

შეთანხმების კომენტირებისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მას უწოდა „უზარმაზარი“ წინ გადადგმული ნაბიჯი „სწორი მიმართულებით“.

ეს განცხადება პომპეომ გააკეთა სლოვენიაში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG