Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: მესტიაში ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მცირე ეპიდაფეთქება მალე დასრულდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელში და ერთ თემში კორონავირუსის 32 შემთხვევა გვაქვს, სიტუაცია, სრულად ექვემდებარება კონტროლს. არავითარი პანიკა არ არის. ეპიდემიოლოგებს ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება. ადამიანების გამოყვანა ტესტირებისთვის ორგანიზებულად ხდება. ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ“, - ამბობს ამირან გამყრელიძე. მისი ინფორმაციით, 300-მდე ადამიანია მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული. იქ ყოფნის ვადის ამოწურვის შემდგომი სამოქმედო გეგმა მზადდება.

„ყველა უნდა გაიტესტოს და ისე გავიდეს კარანტინიდან. ამისთვის ხდება ბრიგადების მობილიზებაც“, - დასძინა გამყრელიძემ.

მესტია მეოთხე დღეა ჩაკეტილია. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელში, ლენჯერში COVID 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG