Accessibility links

მთავრობამ კარანტინის ვადა შეამცირა


მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული თვითიზოლაციისა და კარანტინის ვადა ორი დღით მცირდება. რეგულაცია 12 აგვისტოდან მოქმედებს.

ახალი დადგენილების მიხედვით:

  1. უცხო ქვეყნიდან ან ოკუპირებული ტერიტორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირი ან ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირი საკარანტინო სივრცეში 12 დღეს გაატარებს;
  2. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული ტესტის პასუხი და 12 დღის განმავლობაში 72 საათში ერთხელ ჩაიტარონ ტესტი;
  3. თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობულინი "G" (კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს), იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.

დადგენილება, თუ მასში ცვლილება არ შევიდა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG