Accessibility links

ციხანოუსკაია: „დავიცვათ ჩვენი არჩევანი“


ბელარუსის პრეზიდენტის მთავარი მეტოქე 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელიც აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში წასულიყო, მომხრეებს მოუწოდებს: „დავიცვათ ჩვენი არჩევანი“. ასევე მოუწოდებს, შაბათ-კვირას მოაწყონ გამოსვლები.

ვიდეომიმართვაში ციხანოუსკაია ამბობს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობამ არა ლუკაშენკას, რომელსაც ოფიციალურად 80 პროცენტი მიემხრო, არამედ მას დაუჭირეს მხარი. ახალბედა კანდიდატს, ციხანოუსკაიას, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მთელ ქვეყანაში მოახერხა მასების ქუჩაში გაყვანა, ათი პროცენტი მიემხრო ოფიციალური შედეგების თანახმად.

„ჩვენ, ვინც ცვლილებებს ემხრობა, უმრავლესობა ვართ. და ეს დასტურდება საბუთებით, უბნების ოქმების ასლებით. იქ, სადაც ბიულეტენები პატიოსნად დაითვალეს, ჩემი მომხრეების რიცხვი 60-70 პროცენტს აღწევს. ნოვაია ბარავიაში კი 90 პროცენტი იყო.

ბელარუსებს არასოდეს მოუნდებათ წინა ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრება, არავის სჯერა მისი წარმატებისა“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ, რომელმაც ცალკე განცხადებაში დაწერა, რომ აქვს წინადადება, შეიქმნას „ძალაუფლების გადაბარების უზრუნველყოფის საკოორდინაციო საბჭო“.

მისი თქმით, საბჭოში უნდა შევიდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ცნობილი პირები და პროფესიონალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG