Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკიდან გაყვანა


"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობასთან მაჟორიტარი კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის დროს ყურადღებას კვლავ 2008 წლის აგვისტოს ომსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ამახვილებს. შეხვედრა დღეს გაიმართა.

"ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას... ახლა ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, "ნაციონალური მოძრაობის" მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი", - მიმართა ამომრჩეველს ღარიბაშვილმა.

დღეს "ქართულმა ოცნებამ" საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატი, დავით სონღულაშვილი, მოსახლეობას წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG