Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია ფიქრობს მინსკში ფაქტების დამდგენი მისია მიავლინოს


 ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის სფეროში, ოლივერ ვარჰეიმ მზადყოფნა გამოთქვა, მინსკში გაემგზავროს ევროკავშირის ფაქტებს დამდგენი მისიის ფარგლებში, რათა შეაგროვოს ინფორმაცია ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მიერ დემონსტრაციების ჩახშობის გარშემო.

ეს არჩევნები ევროკავშირმა შეაფასა როგორც, „არც თავისუფალი და არც სამართლიანი“. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც შედგა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო შეხვედრის შემდეგ, ვარჰეიმ თქვა, რომ შესაძლებელია მისი გამგზავრება მინსკში, როგორც მან თქვა, ნებისმიერ დროს, როცა სთხოვენ და დასძინა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ჯოზეფ ბორელთან ერთად განიხილავს შემდგომი მოქმედების გზას.

მაღალი რანგის არცერთი ევროკავშირელი პოლიტიკოს არ ჩასულა მინსკში არჩევნების შემდეგ. ევროკომისარმა მზადყოფნა გამოთქვა მინსკში გამგზავრებაზე და ამაში მხარდაჭერა ჰქონდა არაერთი მინისტრისგან, იტყობინება რადიო თავისუფლების სხვადასხვა წყარო. თუმცა ევროკავშირს ოფიციალურად განმეორებითი არჩევნებისკენ მოწოდება არ გამოუთქვამს, ვარჰეი ასეთ შესაძლებლობას შეეხო: „არა მხოლოდ სერიოზული ნაკლოვანებები იყო, არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად“, თქვა მან. „ისე რომ უნდა წავიდეთ იქ შევხედოთ ვითარებას ადგილზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნები შეიძლება განმეორებით ჩასატარებელი გახდეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG