Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსები შეიკრიბნენ დემონსტრანტის სიკვდილის ადგილას, არჩევნების შემდგომი გამოსვლები გრძელდება


აქცია მინსკში 15 აგვისტოს
აქცია მინსკში 15 აგვისტოს

ათასობით ბელარუსი აგრძელებს მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს 15 აგვისტოს პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სადავო კვლავ არჩევის და დემონსტრაციების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, რასაც საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა.

ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ მოუწოდა მომხრეებს მშვიდობიანი გამოსვლებისკენ 15 და 16 აგვისტოს, მას მერე, რაც ის აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში წასულიყო.

„ბელარუსები არასოდეს ისურვებენ წინა მთავრობასთან ერთად ცხოვრებას. უმრავლესობას მისი გამარჯვებისა არ სჯერა“, განაცხადა მან ვიდეომიმართვაში 14 აგვისტოს.

„დაიცავით ჩვენი არჩევანი“, თქვა მან, როცა მოუწოდა ხალხს, გაეგრძელებინათ გამოსვლები შაბათ-კვირას.

15 აგვისტოს ასეულობით ადამიანი მივიდა პუშკინის სახელობის მეტროსადგურთან, რათა პატივი მიეგოთ 34 წლის დემონსტრანტის, ალიაქსანდრ ტარაიკოუსკის ხსოვნისთვის, რომელიც ათ აგვიტოს დაღუპა ამ ადგილზე და რომლის დასაფლავებაც 15 აგვისტოს იმართება. გამვლელი მანქანების მძღოლები სოლიდარობას უცხადებდნენ დემონსტრანტებს ხმოვანი სიგნალებით. ტარაიკოუსკის ოჯახმა დემონსტრანტებს მიმართა თხოვნით, არ მისულიყვნენ ეკლესიაში ცერემონიაზე და დაღუპვის ადგილას შეკრებილიყვნენ.

სულ მცირე ორი ადამიანი იქნა მოკლული და ათასობით დაკავებული 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რის შედეგადაც ლუკაშენკა, ხელისუფლებაში მყოფი 1994 წლის შემდეგ, გამოცხადდა გამარჯვებულად.

დემონსტრანტები არნახული სცენების მოწმე გახდნენ მინსკის და სხვა ქალაქების ქუჩებში, მიუხედავად მთავრობის მხრიდან სასტიკი ჩახშობისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG