Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გავრცელების გამო კვლავ ფართოვდება მოგზაურობის შეზღუდვები


 ნიღბიანი მგზავრები, რომლებიც საფრანგეთიდან ბრიტანეთში ჩავიდნენ
ნიღბიანი მგზავრები, რომლებიც საფრანგეთიდან ბრიტანეთში ჩავიდნენ

ქვეყნებმა, სადაც კორონავირუსი ფართოდ ვრცელდება, პანდემიის პირობებში მოგზაურობის ახალი შეზღუდვები შემოიღეს. სულ მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 21 მილიონს მიაღწია.

სხვა ქვეყნებს შორის, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ესპანეთმა 14 აგვისტოდან ახალი ზომების შესახებ გამოაცხადეს. აშშ-ის საშინაო უშიშროების სამმართველომ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა აკრძალა არაარსებითი მგზავრობისთვის კანადასა და მექსიკასთან 21 სექტემბრამდე.

საფრანგეთში 12, 13 და 14 აგვისტოს კოვიდის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გასცდა 2500-ს. პოლიციამ გამოაცხადა, რომ პარიზის მეტ არეალში გახდა სავალდებულო პირბადის ტარება, მათ შორის, ლუვრსა და შანზ-ელიზეზე.

ბრიტანეთმა საფრანგეთი დაამატა იმ ქვეყნების სიას, საიდანაც ჩამოსული თავისი მოქალაქეები ორკვირიან კარანტინში უნდა მოათავსონ 15 აგვისტოდან.

ესპანეთი აცხადებს, რომ აპირებს ღამის კლუბების დახურვას და იმ ქუჩებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას, სადაც შეუძლებელია უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. ეს ნაბიჯი გადაიდგა მას მერე, რაც ამ ქვეყანაში 13 მაისს სამი ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხა.

გერმანიამ იმ ქვეყნების სიაში შეიტანა ესპანეთი კანარის კუნძულების გარეშე, საიდანაც დაბრუნებულებმა კოვიდის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ, ან მათ ორი კვირით კარანტინში გაუშვებენ.

ავსტრიამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დაბრუნდნენ შინ 17 აგვისტომდე მეზობელი ხორვატიიდან, სანამ ასეთივე წესები ამოქმედდებოდეს. ამ დროს სერბეთმა სავალდებულო ტესტირება დააწესა მათთვის, ვინც მეზობელი ოთხი ქვეყნიდან ჩავა ამ სახელმწიფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG