Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ბელარუსი გლოვობს დაღუპულ დემონსტრანტს, არჩევნების შემდგომი დემონსტრაციები გრძელდება 


ათასობით ბელარუსი გლოვობს დაღუპულ დემონსტრანტს, უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სადავო კვლავ არჩევის და დემონსტრაციების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, რასაც საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა.

ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ მოუწოდა მომხრეებს მშვიდობიანი გამოსვლებისკენ 15 და 16 აგვისტოს, მას მერე, რაც ის აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში წასულიყო.

15 აგვისტოს ასეულობით ადამიანი მივიდა პუშკინის სახელობის მეტროსადგურთან, რათა პატივი მიეგოთ 34 წლის დემონსტრანტის, ალიაქსანდრ ტარაიკოუსკის ხსოვნისთვის, რომელიც ათ აგვიტოს დაიღუპა ამ ადგილზე და რომლის დასაფლავებაც 15 აგვისტოს იმართება. გამვლელი მანქანების მძღოლები სოლიდარობას უცხადებდნენ დემონსტრანტებს ხმოვანი სიგნალებით. ტარაიკოუსკის ოჯახმა დემონსტრანტებს მიმართა თხოვნით, არ მისულიყვნენ ეკლესიაში ცერემონიაზე და დაღუპვის ადგილას შეკრებილიყვნენ.

თხოვნის მიუხედავად, ასეულობით ადამიანი მივიდა ეკლესიასთან ბელარუსის დროშებითა და დაღუპულის პორტრეტებით.
ასეულობით ადამიანი შევიდა დარბაზში, სადაც დაკრძალვის ცერემონია იმართებოდა და ყვავილები და გვირგვინები მიიტანა.
დასაფლავების შემდეგ ხალხი გაიძახოდა: "დიდება გმირს!" და "გაუმარჯოს ბელარუსს!".
სულ მცირე ორი ადამიანი იქნა მოკლული და ათასობით დაკავებული 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რის შედეგადაც ლუკაშენკა, ხელისუფლებაში მყოფი 1994 წლის შემდეგ, გამოცხადდა გამარჯვებულად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG