Accessibility links

logo-print logo-print

მაიკ პომპეომ პოლონეთში მიაღწია შეთანხმებას და გზა გაუკვალა აშშ-ის გაზრდილი რაოდენობის ჯარის იქ განთავსებას


აშშ-მა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობისთვის“, რის შემდეგად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ევროპის ოთხ ქვეყანაში მოგზაურობა ვარშავაში ვიზიტით სრულდება.

15 აგვისტოს ხელშეკრულებით, რომელსაც პომპეომ ხელი მოაწერა პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად, შეიქმნა პირობები აშშ-ის დამატებითი ჯარის განთავსებისთვის შუა ევროპის სახელმწიფოში.

ამჟამად ნატოს წევრს პოლონეთში განთავსებულია 4500 ამერიკელი სამხედრო, რასაც დაემატება კიდევ 1000 ჯარისკაცი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივლისში განაცხადა, რომ გერმანიიდან გაიყვანდა 12 ათას სამხედროს და მათ ნახევარს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში განათავსებდა. 2021 წელს პოლონეთში დაიდებს ბინას ასევე აშშ-ის არმიის მეხუთე კორპუსის (The Victory Corps) ქვეყნის გარე შტაბი.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე პომპეოსთან ერთად პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარები ჩვენ „შემაკავებელ პოტენციალს გაძლიერებენ, რადგან კონფლიქტის პოტენციურ წყაროსთან ახლოს ვართ“. „მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქ, პოლონეთში და არა გერმანიაში განთავსდებიან“, დასძინა მან.

რუსეთმა გააკრიტიკა თავს საზღვრებთან ნატოს ჯარების გაძლიერებული ყოფნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG