Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის სატელეფონო კავშირი ამოქმედდა  

სატელეფონო სამსახური ამოქმედდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის 16 აგვისტოს მას მერე, რაც ორმა ქვეყანამ დიპლომატიური კავშირი დაამყარა.

წარსულში ისრაელში დარეკვისას ჩანაწერი არაბულ და ინგლისურ ენებზე იტყობინებოდა, რომ ისრაელის კოდით კავშირის დამყარება შეუძლებელი იყო. სატელეფონო კავშირის ინტერნეტით დამყარება შეიძლებოდა, მაგრამ ხშირად წყდებოდა.

სატელეფონო კავშირის დამყარება პირველი ნიშანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმებისა. მათ გამოაცხადეს 13 აგვიტოს, რომ ამყარებენ სრულ დიპლომატიურ კავშირს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, რომელიც გულისხმობს, რომ ისრაელმა შეაჩეროს პალესტინელთა ტერიტორიის, ოკუპირებული იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიის სადავო გეგმა.

XS
SM
MD
LG