Accessibility links

"ქობულეთის კლასტერიდან" კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევაა


კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ორ პირს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის კაფე „ჰავანის“ ინფიცირებულ თანამშრომელთან. 16 აგვისტოს აღებული 25 ნიმუშიდან დადებითი პასუხი ორ შემთხვევაში მიიღეს.

კაფეს თანამშრომელ ქალს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. მეორე დღეს, 16 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინდა ქალთან კონტაქტში მყოფ 2 პირს. 17 აგვისტოს დილის მონაცემებით, ამ კლასტერიდან საერთო ჯამში 5 შემთხვევაა. ხუთივე პაციენტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

ქობულეთის შემთხვევის გამო, კარანტინში გადაყვანილია 60 ადამიანი. 12 თვითიზოლაციაშია. PCR ტესტირებისთვის აღებული კიდევ 110 ნიმუშის კვლევის შედეგები ხვალ, 18 აგვისტოს გაირკვევა.

17 აგვისტოს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1341-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1092. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG