Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ხელისუფლებამ დაიცვა ლუკაშენკასთვის გამარჯვების მილოცვა


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა (მარცხნივ) და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 2019 წ. 1 ოქტომბრის ფოტო.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა (მარცხნივ) და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 2019 წ. 1 ოქტომბრის ფოტო.

სომხეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვა შესაბამისობაშია სომხეთის 2018 წლის მშვიდობიანი რევოლუციის დღის წესრიგთან.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა რადიო თავისუფლების სომხური რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ლუკაშენკოსთვის მილოცვა, „რისკების კომპლექსური შეფასების“ საფუძველზე მიიღება.

მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა 10 აგვისტოს „სწრაფი“ მილოცვა გაუგზავნა ალექსანდრ ლუკაშენკას 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვების თაობაზე, რომლის შედეგები ფართოდ მიიჩნევა გაყალბებულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ოპოზიციისა და უფლებადამცველთა მხრიდან კრიტიკა დაატყდა.

ლუკაშენკას მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ლიდერმა მიულოცა გამარჯვება. მათ შორის არიან რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი.

ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს. აშშ-მა არჩევნებსა და მის შემდეგ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა.

XS
SM
MD
LG