Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა


მესტიის მუნიციპალიტეტის გახსნის მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ საჭირო მარაგი არ აქვთ.

"შერჩევითობა არ უნდა იყოს, ვისაც გინდათ, ატარებთ და ვისაც გინდათ, არ ატარებთ", - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც აქციაზე მივიდა.

აქციას მობილური ტელეფონით იღებდა ერთ-ერთი მონაწილე. მას მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა ტელეფონზე ხელი აუკრა. ვიდეომასალა ფეისბუკმომხმარებელმა, ანა ჩართოლანმა გაავრცელა.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ხვალ, 18 აგვისტოს, 12 საათზე მესტიის მერიის შენობასთან აქციას გამართავს. ისინი ადგილობრივებს მოუწოდებენ, შეიკრიბონ და ერთად იფიქრონ გამოსავალზე. ორგანიზატორების მოწოდებაა, რომ შეხვედრა პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

მესტიაში შესვლა და გასვლა 10 აგვისტოდან აკრძალულია. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ იმ მოტივით მიიღო, რომ ჩაკეტვამდე ბოლო 24 საათში 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG