Accessibility links

site logo site logo

თანამდებობიდან გადადგა ბელარუსის ელჩი სლოვაკეთში


სლოვაკეთში ბელარუსის ელჩის თანამდებობა დატოვა იგარ ლიაშჩენიამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ ლუკაშენკას თანაშემწეც იყო.

გადადგომამდე ორი დღით ადრე, ელჩმა გაავრცელა საპროტესტო გამოსვლების მხარდამჭერი ვიდეომიმართვა.

ლიაშჩენიამ ინტერნეტგამოცემა TUT.BY-ს უთხრა, რომ ელჩად ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის მიერაა დანიშნული, რაც მისი პოლიტიკის გატარებას გულისხმობს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩათვალა, რომ საჯაროდ გამოხატული სამოქალაქო პოზიცია ამ ფარგლებს გასცდა.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომის და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ოპოზიცია და ქუჩაში პროტესტის ნიშნად გასული და გაფიცული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ რეალურად არჩევნებში გაიმარჯვა არა ალექსანდრ ლუკაშენკამ(80%), არამედ მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ. აქციების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დემონსტრანტებს სასტიკად არბევდნენ. დარბევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG