Accessibility links

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი. 17 აგვისტოს ეს რიცხვი 1092 იყო. შესაბამისად, 24 საათში 6-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი.

დღეს, 18 აგვისტოს დილით დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1351-მდე გაიზარდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG