ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეხვედრებს ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავდნენ, საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდნენ. კანდიდატები მედიას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააცნო.
საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილი იყრის კენჭს, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურა ჯაფარიძე.
ამ გადაწყვეტილებით გამოდის, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი პარტიები თბილისის 8-ვე სამაჟორიტარო ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. აქამდე ამ პარტიებმა 6 ოლქში შემდეგი კანდიდატები დაასახელეს:
- ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობა" - გლდანი;
- ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" - სამგორი;
- შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - ნაძალადევი;
- გიორგი ვაშაძე - "ახალი საქართველო" - ისანი;
- შალვა შავგულიძე - "თავისუფალი დემოკრატები" - მთაწმინდა-კრწანისი;
- ელენე ხოშტარია - "ევროპული საქართველო" - ვაკე.