Accessibility links

ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებში გია ვოლსკის დამარცხებას აპირებს


დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა იმ ოლქში, სადაც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია წარმოდგენილი, „გირჩი” საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს.

ამასთან, მისი განცხადებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის გია ვოლსკის დამარცხებას აპირებს.

„ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო, გია ვოლსკი არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ვიცე-სპიკერია, მანამდე ფრაქციის თავმჯდომარე იყო, არის მთავარი კომენტატორი მიმდინარე მოვლენებზე, „ოცნების“ მხრიდან და ვაპირებ, რომ ის დავამარცხო და ცხადია, ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს გამომიცხადეს, მნიშვნელოვნად წამადგება ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა. საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილი იყრის კენჭს, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურა ჯაფარიძე.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ოპოზიციური პარტიები თბილისის 8-ვე სამაჟორიტარო ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. აქამდე ამ პარტიებმა 6 ოლქში შემდეგი კანდიდატები დაასახელეს:

  1. ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობა" - გლდანი;
  2. ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" - სამგორი;
  3. შალვა ნათელაშვილი - "ლეიბორისტული პარტია" - ნაძალადევი;
  4. გიორგი ვაშაძე - "ახალი საქართველო" - ისანი;
  5. შალვა შავგულიძე - "თავისუფალი დემოკრატები" - მთაწმინდა-კრწანისი;
  6. ელენე ხოშტარია - "ევროპული საქართველო" - ვაკე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG