Accessibility links

ქობულეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევაა


კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის კიდევ ერთ მკვიდრს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალ პაციენტს კონტაქტი არ ჰქონია კაფე „ჰავანის“ ინფიცირებულ თანამშრომელთან, ან მისგან დაინფიცირებულ პირებთან.

ახალი შემთხვევის წყაროს დასადგენად ეპიდკვლევა მიმდინარეობს. მასთან კონტაქტის მქონე 23 პირი თვითიზოლაციაშია. აღებულია 40 ნიმუში. ლაბორატირიული კვლევის შედეგები ხვალ გაირკვევა.

ქობულეთის კაფე „ჰავანის“ თანამშრომელს კორონავირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა. მომდევნო ორ დღეში კორონავირუსი დაუდგინდა მასთან კონტაქტის მქონე 4 პირს.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 3-ის ინფიცირების წყარო ჯერ დაუდგენელია. აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე 10-მდე შემთხვევაა, როცა ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

19 აგვისტოს დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 1361 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 1098. COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG