Accessibility links

ციხანოუსკაია ევროკავშირს მოუწოდებს, არ აღიაროს ფალსიფიცრებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც ლიეტუვაში 10 აგვისტოდან იმყოფება, გაავრცელა მორიგი ვიდეომიმართვა, რომელშიც ევროკავშირის მოუწოდებს არ ცნოს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებული შედეგი და მხარი დაუჭიროს ხალხის მოთხოვნებს.

ინგლისურ ენაზე გაკეთებულ მიმართვაში ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ლუკაშენკამ დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმურობა ქვეყანაში, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია საკუთარი არჩევნების დასაცავად გამოსული ადამიანები, დააპატიმრა და აწამა ასობით ადამიანი.

„მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ბელარუსის გამოღვიძებას. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. მოგიწოდებთ, პატივის სცეთ ბელარუსის სუვრენიტეტს და ბელარუსი ხალხის არჩევანს“, - აღნიშვას ციხანოუსკაია ევროკავშირისადმი მიმართვაში.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის თქმით, მისი ინიციატივით შეიქმნა ოპოზიციის საკოოორდინაციო შტაბი, რომელიც მიზნად ისახავს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით და ხელისუფლების მშვიდობიან ტრანზიციას.

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ოპოზიციის საკოორდინაციო შტაბის შექმნა შეაფასა, როგორც „ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით“.

„ამიტომ მე მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ამ შტაბში შევიდა, რომ ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. მხოლოდდამხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის თანახმად. ჩვენ საკმაოდ გვაქვს ასეთი ზომები, რათა გავაგრილოთ ზოგიერთი ცხელი თავი“, - განაცხადა 18 აგვისტოს უშიშროების საბჭოზე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG