Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა აცხადებს, რომ ჰროდნოში უკვე აფრიალებენ პოლონეთის დროშებს


ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა იმეორებს, რომ ხელისუფლებას აქვს საკმარისი ძალა, რათა აღკვეთოს უცხოეთიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა.

„ისინი, ვინც დღეს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, დაშნებს ლესავენ (ეს აშკრად ჩანს), ძალიან სერიოზულ პასუხს მიიღებენ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ქალაქ ჰროდნოში უკვე აფრიალებენ პოლონეთის დროშებს. ეს დაუშვებელია. და მსგავსი რაღაცები კარდინარულად იქნება აღკვეთილი“, - განაცხადა ლუკაშენკამ 19 აგვისტოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რეგიონების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა.

ბელარუსის სახელმწიფო მეთაურს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა პოლონეთის რამდენიმე დროშა, რომელიც ჰროდნოში გამართულ სოლიდარობის მიტინგზე გამოჩნდა. ბელარუსის ამ ქალაქში პოლონური წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

ამასთან, ლუკაშენკამ „ფეიკი“ უწოდა ოპოზიციური მედიასაშუალებების ცნობებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის შესვლის თაობაზე.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნების ჯარებს, დღეისათვის ბელარუსში არ იმყოფება არც ერთი ადამიანი უცხო ქვეყნიდან“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG