Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო ხვიჩა მღებრიშვილის განაჩენს ხვალ გამოაცხადებს


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლო მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილის საქმეზე განაჩენს 21 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ცხინვალელმა წყარომ. მისი ინფორმაციით, მღებრიშვილი ოჯახს ახლო მომავალში დაუბრუნდება.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის საქმის განხილვა 20 აგვისტოს დაიწყო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით ინფორმაცია დაუდასტურეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, 30 ივლისს, ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარ უსაუბრია.

ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG