Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური ორგანიზაცია ასახელებს პირს, რომელსაც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები შეხვდნენ


ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი
ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ მოითხოვს განმარტებას ოკუპირებულ რეგიონში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის ჩასვლის გამო.

„არუაას“ ინფორმაციით, ამ პირებმა 18 აგვისტოს საიდუმლო შეხვედრა გამართეს აფხაზეთის „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან. „არუაა“ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს სთხოვს, შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართოს შეხვედრის მიზეზების დასადგენად და ამ საკითხზე მოსმენა გამართოს.

გარდა ამისა, „არუაას“ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარიამ, ლაშა საკანიას და ე.წ. უშიშროების კომიტეტს მიმართა, დაადასტურონ ან უარყონ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ინფორმაცია ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის აფხაზეთში ჩასვლის შესახებ 20 აგვისტოს გაავრცელა „მთავარმა არხმა“. ტელეკომპანიას არ უთქვამს, ვის შეხვდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები.

თავად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ამ თემაზე საჯაროდ ჯერჯერობით არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან დაბრუნებული ინაშვილი და თარხან-მოურავი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში არსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG