Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელი


ნაზარ ხოლოდნიცკი
ნაზარ ხოლოდნიცკი

უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გადადგა ამ თანამდებობაზე ხუთი წელი მუშაობის შემდეგ.

ნაზარ ხოლოდნიცკიმ ამის შესახებ 21 აგვისტოს გამოაცხადა ფეისბუკით. მისი თქმით, მან საკუთარი სურვილით დატოვა სამსახური.

„დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო თავიანთ ამოცანას შეასრულებენ“, დაწერა ხოლოდნიცკიმ.

ამავე დროს მან განაცხადა, რომ მისი ოფისი „სისტემატურად აწყდებოდა ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ჩვენი მუშაობის შედეგების მანიპულაციის პოლიტიკურ მცდელობებს“.

ხოლოდნიცკიმ გამოაქვეყნა გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას 21 აგვისტოს განკარგულება მისი დათხოვნის შესახებ „ნებაყოფლობითი დათხოვნის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით“.

ხოლოდნიცკი, უკრაინის პროკურატურაში ანტიკორუფციულ საქმეთა გამოძიების განყოფილების პირველი ხელმძღვანელი, ჩათრეული აღმოჩნდა სკანდალში ბრალდების გამო, რომ ის კორუფციაში ეჭვმიტანილ ოფიციალურ პირებს სასამართლო დევნისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც შარშან აირჩიეს, პირობა დადო, რომ ამოძირკვავს კორუფციას, რომელიც ათწლეულების განმავლობაშია უკრაინაში ფესვგადგმული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG