Accessibility links

logo-print logo-print

ციხანოუსკაია: "ბელარუსის ხალხი ვერ შეძლებს ამ ძალადობის დავიწყებას და პატიებას"


ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ 21 აგვისტოს ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ყურს დაუგდებს საკუთარ მოქალაქეებს. მისი თქმით, „ბელარუსის ხალხი ვერ შეძლებს იმ ძალადობის დავიწყებას და პატიებას, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული.“

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე შეკითხვაზე მან მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა, პატივი სცენ ბელარუსის სუვერენიტეტს. ციხანოუსკაიამ თქვა, რომ ის ბელარუსში დაბრუნდება, როგორც კი ეს მისთვის უსაფრთხო იქნება.

20 აგვისტოს ბელარუსის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ფაქტზე. ამგვარი საბჭოს შექმნა და საქმიანობა მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ, აღნიშნულია ბელარუსის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG