Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ჩემპიონმა მოჭიდავემ საკუთარ ქორწილში მეუღლეს სცემა და დაშორდა


ზაურბეკ სიდაკოვი. 2018 წელი
ზაურბეკ სიდაკოვი. 2018 წელი

ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაურბეკ სიდაკოვმა პანდემიით და ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადებით ისარგებლა და გამონთავისუფლებული დრო პირად ცხოვრებას დაუთმო. რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დაოჯახდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათით.

championat.com-ის ინფორმაციით, ვლადიკავკაზში, სიდაკოვის გრანდიოზული ქორწილის მიმდინარეობისას, 24 წლის სიძემ და ღონისძიების რამდენიმე სტუმარმა ერთდროულად მიიღეს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, პატარძლის ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრებისგან შედგებოდა; ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ, სიდაკოვმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გამოაცხადა, რომ მას ცოლი არ ჰყავს.

რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი ქორწილის შემდეგ ჟურნალისტებს აღარ უნახავთ. ერთ-ერთი ვერსიით, ის ნათესავებმა ქალაქს გაარიდეს.

ზაურბეკ სიდაკოვი მსოფლიოს ორგზის (2018 და 2019) და ევროპული თამაშების (2019) ჩემპიონია 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 2018 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალში მან საქართველოს ნაკრების წევრ ავთანდილ კენჭაძეს მოუგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG