ბოლო თოთხმეტ წელიწადში მეექვსედ, უეფას ევროპა ლიგის თასს „სევილია“ დაეუფლა.
ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ფინალი წუხელ, კიოლნში, „რეინენერჯიშტადიონზე“ გაიმართა და ესპანელებმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
24 სექტემბერს „სევილია“ უეფას სუპერთასისთვის ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგის უძლიერეს კლუბთან. ამ ტიტულის მოსაპოვებლად ხვალ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბაიერნი“.