Accessibility links

ციხანოუსკაია აცხადებს, რომ იგი საკუთარ თავს მიიჩნევს „ეროვნულ ლიდერად“


ლიეტუვაში მყოფი ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ის თავს უკვე მიიჩნევს „ეროვნულ ლიდერად“, რომლის მთავარ ამოცანას შექმნილ ვითარებაში წარმოადგენს ქუჩებში გამოსული ადამიანების დახმარება და „ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ბელარუსში“.

ბალტიის საინფორმაციო სააგენტო BNS-თან ინტერვიუში, სვიატლანა ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ დადგა „გარდატეხის მომენტი“ და ბელარუსი უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი ჩაწყნარდება, ეს არ მოხდება. ვინაიდან ჩვენმა ხალხმა გამოიღვიძა და უკვე ვეღარ შეძლებენ იცხოვრონ ამ ძალასთან, რომელსაც ისინი აღარ იღებენ, რომელსაც არ ცნობენ და რომელსაც არასოდეს აპატიებენ იმ დანაშაულს, რომელიც მან ჩაიდინა“, - აცხადებს სვიატლანა ციხანოუსკაია.

23 აგვისტოს მინსკში დაგემილია მასობრივი აქცია სახელწოდებით „ახალი ბელარუსის მარში“.

წინა დღით, ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან ხელისუფლება „უმკაცრესად აღკვეთს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებზე ნებისმიერ ზეწოლას“, რასაც, ლუკაშენკას თქმით, ე.წ. შავრაზმელების ასეულები ახორციელებენ.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 4 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG