Accessibility links

გერმანიის პოლიცია გაძლიერებულად იცავს „შარიტეს“ კლინიკას, სადაც ნავალნი იმყოფება


გერმანიის პოლიცია 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს კლინიკა „შარიტეს“ მახლობლად ბერლინში, სადაც მეორე დღეა იმყოფება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი.

კლინიკის მახლობლად მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და დაახლოებით 10 პოლიციელი ერთდროულად იცავს საავადმყოფოს პერიმეტრს.

ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოს ომსკიდან ჩარტერული რეისით ჩაიყვანეს ბერლინში, სადაც „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი კომაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.

„შარიტეს“ საავადმყოფოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ნავალნის უტარდება მრავალმხრივი დიაგნოსტიკა.

გამოკვლევის დასრულების შემდეგ და ოჯახთან შეთანხმებით ექიმები მედიას მიაწვდიან ინფორმაციას დიაგნოზის შედეგებისა და მკურნალობის გეგმის შესახებ.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა. ის აეროპორტში დაჯდომისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, კომატოზურ მდგომარეობაშია.

რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ კი უკვე გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე, რომ იგი მოწამლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG