Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის დედის თქმით, საქმეზე რამდენიმე პირი ხელახლა გამოიკითხება


23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, თბილისის პროკურატურაში მათ მიიღეს თანხმობა, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე, რამდენიმე ადამიანი ხელახლა გამოიკითხება. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც თბილისის პროკურატურის შენობა დატოვა.

მისივე თქმით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება და შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს:

„დღეს მოვითხოვე მუხლის გადაკვალიფიცირება და მითხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხს ველოდებით დღის ბოლოს და მაშინ გადაკვალიფიცირდებაო”.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. ოჯახი ითხოვს, რომ მათი შვილის საქმე მკვლელობის მუხლით წარიმართოს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG